06:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 13:17:09, 666 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ეპიდემია სტაბილურად იმართება, რაზეც ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება მეტყველებს

აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომის შემდგომ რეგიონში შექმნილ ეპიდ-ვითარებასთან და შემთხვევათა კლების დინამიკასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა.

,,ეპიდემია აჭარაში იმართება სტაბილურად და ამაზე მეტყველებს ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება და ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დღეს ეს რიცხვი შეადგენს 250 გამოჯანმრთელებულს, და ჯამში აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ამის პარალელურად, იცით რომ ხორციელდება და გრძელდება მიზნობრივი ტესტირება, ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში უკვე გაკეთდა 2000 ზე მეტი ტესტი, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუბრუნდით 24 საათიან რეჟიმს, როგორც ტესტის აღების, ასევე პასუხების მიწოდების მხრივ" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით პირველ რიგში განიხილება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა და დეტალური გეგმა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics