18:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 12:40:35, 741 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შემთხვევაშიც, განაჩენი გამამტყუნებელი იქნება

შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს თუ მოსამართლე აუცილებლად გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

მისი თქმით, ბრალდებულის გადასაწყვეტია სურთ თუ არა მათ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

„განიხილება მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში. ეს მათი უფლება გახლავთ. შესაბამისად ბრალდებულის გადასაწყვეტია სურს თუ არა მათი ბრალდების საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ან ისე მოსამართლემ განიხილოს. ნებისმიერ შემთხვევაში საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თუ მოსამართლე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებლად დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების - ნიკოლოზ რევაზიშვილის, არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics