15:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 11:44:06, 763 ნახვა

საზოგადოება
ილია ფილფანის ოჯახი მისი შვილის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს 50 000 ლარს გადასცემს

ილია ფილფანის ოჯახი მისი შვილის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს 50 000 ლარს გადასცემს, - ამის შესახებ ფილფანის დედამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, სთავაზობენ ჯილდოს - 30 000 ლარის ოდენობით.

„გვსურს, ძებნაში დახმარებისთვის გამოვაცხადოთ ჯილდო. მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს - 30 000 ლარის ოდენობით. ჩვენი მხრიდან გაძლევთ სრულ გარანტიას ამ ინფორმაციის კონფინდენციალურობის. ვცდილობთ ვისარგებლოთ ყველა შესაძლო საშუალებით რათა ვიპოვოთ ჩვენი შვილი“, - განაცხადა ფილფანის დედამ.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს.

ილია ფილფანი 18 ივლისს დილით სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics