04:58 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 18:35:26, 1054 ნახვა

კომენტარი
ასლან ბჟანია - მადლობას ვუხდი ბაშარ ასადს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების გამო

„მადლობას ვუხდი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების გამო“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განაცხადა.

ბჟანიას თქმით, სირიის არაბთა რესპუბლიკაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა აფხაზეთის საგარეო პოლიტიკაში.

„სირიის არაბთა რესპუბლიკაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში. უეჭველია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება. კიდევ ერთხელ, აფხაზეთის ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა ბჟანიამ.

ცნობისთვის, დღეს სირიაში ე.წ. „აფხაზეთის საელჩო“ გაიხსნა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics