2020-10-05 15:11:46, 913 ნახვა
ომი უკრაინაში
დინამოს აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
დინამო თბილისის აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარის გამო საწვრთნელი პროცესი ერთი კვირით გადაიდო.
„დინამოს აკადემიაში საწვრთნელი პროცესი ერთი კვირით გადაიდო. ამის მიზეზი აკადემიის ორი თანამშრომლის კოვიდ ტესტებზე მიღებული დადებითი პასუხია. ბოლო პერიოდში მათ მინიმალური შეხება ჰქონდათ სავარჯიშო პროცესთან, შესაბამისად აკადემიაში გათვალისწინებულია ჯანმრთელობის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და ახლო პერიდში აკადემიის ყველა თანამშრომელს მორიგი ტესტრება ჩაუტარდება, რის შემდეგაც აღდგება საწვრთნელი პროცესი. ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსშია დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და გათვალისწინებულია მათი რჩევები და მითითებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,