04:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-04 17:51:33, 619 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ა.ი-ს  ბრალდება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) ორ ეპიზოდზე წარუდგინა.  

ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ გენერალურმა პროკურატურამ  განუცხადა.   

სამართალდამცველებმა ა.ი მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2020 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს. 

ა.ი.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ბოლნისის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო, ა.ი-მ ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში, გ.ა-ს, ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში მდებარე პარტია ,,ქართული ოცნების" შტაბის მიმდებარედ , ი.ა-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics