17:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 18:16:32, 544 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის განცხადებით, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია ხვალ სატელევიზიო ფორმატში გაიმართება

3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართება. საღამო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ცერემონია სატელევიზიო ფორმატით, მაყურებლის გარეშე გაიმართება. საღამოზე შესრულდება დიდი  მაესტროს უკვდავი მელოდიები.

"საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი  სამხატვრო ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე, Georgian Six.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი თბილისობა მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა, მაგრამ  ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics