2020-10-02 12:57:08, 1577 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩხოროწყუში „ევექსის“ კლინიკის სამ მედპერსონალს კორონავირუსი დაუდგინდა
ჩხოროწყუში „ევექსის“ კლინიკის სამ მედპერსონალს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა.
მათი თქმით, დაწესებულებაში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
„სამი არის სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები, ექიმები. ამ უკანასკნელი შემთხვევიდან გამომდინარე მიმდინარეობს დაწესებულებაში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა. შესაძლებელია დაიხუროს სამედიცინო დაწესებულება დროებით, სანამ ყველა კონტაქტი არ იქნება დადგენილი და სადეზინფექციო სამუშაოები არ ჩატარდება“, - განაცხადა თორიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან