04:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 12:18:16, 482 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ კახიძე - ბიძინა არის ჭაობი და უძრაობა, ხოლო მიშას სურს დაგვაბრუნოს წარსულში

როგორ სააკაშილს, ისე ივანიშვილს სურთ, რომ საზოგადოებას დაანახონ შავ-თეთრი რეალობა, რომ არჩევანი მხოლოდ მათ შორის არის, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, პარტიის საარჩევნო კლიპს, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში არიან მოხსენიებული.

როგორც მან აღნიშნა, კლიპის მიზანია დაასრულოს ეს მოჯადოებული წრე და ქვეყანა არ დატოვოს არც დღევანდელ ჭაობში და არ დააბრუნოს არც წარსულში.

კახიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ამისათვის კი საჭიროა კოალიციური მთავრობა.

„ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშილს სურთ, რომ წარმოაჩინონ შავ-თეთრი რეალობა, თითქოს არჩევანი არის მხოლოდ მიშასა და ბიძინას შორის. ეს არის მოჯადოებული წრე, რომელიც უნდა გავარღვიოთ. ბიძინა, ეს არის ჭაობი და უძრაობა, ხოლო მიშას სურს დაგვაბრუნოს წარსულში.

საქართველოს კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ევროპული კოალიცია, რომელშიც წამყვანი ძალა იქნება ევროპული საქართველო. ჩვენი კლიპის მიზანიც ეს არის, რომ გავარღვიოთ მოჯადოებული წრე და მოვუტანოთ ქვეყანას ცვლილებები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics