00:19 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 10:50:42, 478 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესების გაძლიერებაზე ორიენტირებული ბანკი მათ მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით „შპს ზიგი“ საქმიანობას აფართოვებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ოფიციალურ წარმომადგენლობას უწევს ისეთ პრემიუმ კლასის ტექნიკის ბრენდებს, როგორიცაა LIEBHERR; MIELE; K- Array; ELIKA; SUB -ZERO

კომპანიის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 240,000 ევროს მოცულობის დაფინანსება გამოიყო, რაც ბიზნესის განსავითარებლად უძრავი ქონების შეძენას და რემონტს მოხმარდა. ობიექტი ამჟამად 6 ადამიანს ასაქმებს. კომპანია მომხმარებელს ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. მაღაზიაში 25 სხვადასხვა მოდელის ტექნიკის შეძენაა შესაძლებელი. „შპს ზიგში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქცია როგორიცაა: საოჯახო ტექნიკა და  მაცივრები, საყინულეები, ღვინის კარადები, სამედიცინო მაცივრები, ხმის სისტემები და ა.შ.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ „შპს ზიგს“ საქმიანობის გაფართოებაში. კომპანია 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის ტექნიკის მიწოდებაში და ოფიციალურ წარმომადგენლობას უწევს მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობით „შპს ზიგი“ კიდევ უფრო ვითარდება. ბიზნესების მხარდაჭერა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, „ლიბჰერი“ და „მილე“ გერმანული საოჯახო პრემიუმ კლასის ბრენდებია. „ლიბჰერი“ ბაზარზე უკვე 71 წელია წარმოდგენილია, „მილე“ კი  121. ბრენდების მთავარ მიზანს მომხმარებლისთვის მუდმივად განახლებული, ინოვაციური და ხარისხიანი, გერმანიაში აწყობილი პროდუქციის მიწოდება წარმოადგენს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics