|
2020-10-02 10:42:34, 425 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - მომდევნო 4 წლის მანძილზე, 13 000 -ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ვგეგმავთ
მომდევნო 4 წლის მანძილზე, 13 000 -ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ვგეგმავთ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება. „ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 3-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც 8 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა. შედეგად, ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა 40 პროცენტიდან 100 პროცენტამდე გაიზარდა და ასიათასობით ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნდა. ამოქმედდა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც დღეის მდგომარეობით 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. 2012 წლიდან, ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება, რაც დღეის მდგომარეობით 350 მილიონ ლარს შეადგენს. პენსია, 100 ლარიდან 220 ლარამდე, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერთათვის კი 300 ლარამდე გაიზარდა. სოციალური შეღავათები დაწესდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც სოციალურ პაკეტზე 20 პროცენტიან დანამატს, აგრეთვე ელექტროენერგიის საფასურის 50 პროცენტიან ანაზღაურებას იღებენ. ორნახევარჯერ გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა, ხოლო ხუთჯერ გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების შემწეობა. ორნახევარჯერ გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა. 2013-2020 წლებში, 22 500 დევნილი ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი საკუთარი საცხოვრებლით. ჯანდაცვის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა, რაც უზრუნველყოფს ავადობის ადრეულ გამოვლენას, გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებელს. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება. ჯანდაცვაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევისთვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ყველა მოსარგებლე მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, მისთვის მოსახერხებელ ადგილას დაყოვნების გარეშე. გაგრძელდება აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვისთვის. ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება. შემდეგი 4 წლის მანძილზე, ჩვენ ვგეგმავთ 13 000 -ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)