2020-10-01 11:22:57, 1149 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევიდან 241აჭარაში, 98 იმერეთში, 62 კი თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევიდან 241აჭარაში, 98 იმერეთში, 62 კი თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული სექტორის ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთი 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„დაგვემატა 448 ახალი შემთხვევა. რეგიონების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია: აჭარა 241, თბილისი 62, იმერეთი 98, კახეთი 2, შიდა ქართლი 7, სამეგრელო-ზემო სვანეთი 15, სამცხე-ჯავახეთი 9, გურია 7, იმპორტირბული 6“, - განაცხადა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთანავე, ვირუსისგან დღეს კიდევ 299 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან