07:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 15:20:29, 516 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე მარნეულში დაპირისპირებაზე - მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან

უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე მარნეულში საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

კობახიძემ მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.

„მარნეული საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოაწყეს აქცია, სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ მართველ გუნდს და მის წარმომადგენლებს და ამის შემდეგ ერთ-ერთი წევრი ლაშა ქველაძე აპირებდა შენობაში შეჭრას და ამ დროს იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება და ერთ-ერთ წარმომადგენელს „ნაცმოძრაობის“ წევრმა მაიკა შემოახია.

მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics