2020-09-29 11:06:59, 970 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია
საქართველოში კოვიდ19-ის დიაგნოზით 3 542 პაციენტი მკურნალობს, აქედან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„დღევანდელი მენაცემებით ქვეყანაში 5866 კოვიდინფიცირებულია რეგისტრირებული, დაემატა დღეისათვის 314 ახალი პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2324-მდე გაიზარდა, გუშინ გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი.
ამჟამად მკურნალობას გადის 3542 კოვიდინფიცირებული, აქედან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 23, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი 7 პაციენტი გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან