2020-09-29 11:03:05, 712 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარას, 35 კი თბილისს უკავშირდება
კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარას, 35 კი თბილისს უკავშირდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმერეთში კოვიდ19 კიდევ 22 პირს დაუდასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი, 18-ს.
„რეგიონებში განაწილების მიხედვით, აჭარა კვლავ ლიდერობს, 225 პაციენტია ალად გამოვლენილი, თბილისსში გახლავთ 9% ეს გახლავთ 35 პაციენტი, იმერეთში 22 ახლად გამოვლენილი პაციენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში 18, შიდა ქართლში 9, სამცხე-ჯავახეთში 3, გურიასა და ქვემო ქართლში კი, თითო ახლად დადასტურებული პაციენტია“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ19-ით, ბოლო 24 საათში, 314 ადამიანი დაინფიცირდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან