07:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 23:46:58, 407 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ბოლო დღეებში განსაკუთრებით ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა  გაიმართა და გაკეთდა განცხადებები.

 

სექტემბრის თვეში, აჭარაში 415  კოვიდინფიციერბული პირი გამოჯანმრთელდა, დღეს ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად კოვიდსასტუმროებიდან და კოვიდკლინიკებიდან შესაბამისი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, გაეწერა 400-ზე მეტი პირი.

 

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით ვითარება არის რთული, თუმცა არის აბსოლუტურად მართვადი, ვინაიდან არც ერთი პაციენტი აჭარაში არ არის ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე.

 

,,აბსოლუტურად გავმართეთ როგორც ცხელი ხაზი, ასევე რეაგირების მექანიზმები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთეული არსებული ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

 

მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ბოლო დღეებში ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას. ჩვენ მოგვიწია დროებითი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, თუმცა მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან და მადლობას ვუხდი მათ. ზუსტად ჩვენს ერთიანობაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად მალე დავასტაბილურებთ არსებულ მდგომარეობას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიმდინარეობს ინტენსიური მიზნობრივი ტესტირება და გარდა ამისა PCR ტესტირება ხორციელდება ბათუმის ორ პოლიკლინიკაში. PCR ტესტირება ასევე ტარდება ცხელების ცენტრებში, სტაციონარებში, სასაზღვრო პუნქტებზე, კარანტინებში.

 

რეგიონში მოსახლეობის მხრიდან მომატებული მომართვიანობიდან გამომდინარე, გაძლიერდა ცხელი ხაზი - 144.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics