07:58 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 23:07:37, 658 ნახვა

კომენტარი
თბილისის „დინამო“ - ბოდიშს ვიხდით ფარერებში წაგების გამო, დღეისათვის კლუბს მაღალკვალიფიციური მენეჯერები მართავენ

„ბოდიშს ვიხდით ფარერებში წაგების გამო, დღეისათვის კლუბს მაღალკვალიფიციური მენეჯერები მართავენ“ , -  ამის შესახებ თბილისის „დინამო“ სოციალურ ქსელში განაცხადა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარცხის განზოგადება კლუბის მთლიან საქმიანობაზე „დინამოში“ არასწორად მიაჩნიათ.

„რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას.

ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია“ , - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ ბოდიში კლუბის პრეზიდენტისა და მენეჯერის საჯარო გამოსვლის შემდეგ მოიხდა, სადაც კლუბის წარმომადგენლებმა წაგების მიზეზად ფარერების კუნძულზე ფეხბურთის განვითარება დაასახელეს.

ასევე შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამომ“ თითქმის არაპროფესიონალ ფარერების გუნდთან ანგარიშით 1:6 წააგო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics