20:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 18:40:38, 549 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილემ მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში, მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია გადაეცა მანანა ანთაძეს, გივი შაჰნაზარს, მანანა ცხვედიაშვილს, ერეკლე საღლიანს, ბაღათერ არაბულს, ცისანა ანთაძეს, ბელა შალვაშვილს და ბადრი თევზაძეს, ხოლო ალექსანდრე ელერდაშვილი ზეზვა მედულაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა. ღონისძიებაზე სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ წლის რჩეულ იუბილარებს, ხოლო ტარიელ ხარხელაურს  გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მიენიჭა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული პოეზიის ანთოლოგიის ორტომეული, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა, ასევე, „ბალადა ვეფხვისა და მოყმისა“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 17 ენაზე ითარგმნა.

ფესტივალი 25 სექტემბერს, იმერეთში, ოტია იოსელიანის საიუბილეო ღონისძიებით დაიწყო და 30 სექტემბერს,  წყნეთში, ახალგაზრდა პოეტების ლექსების საღამოთი დასრულდება, რომელიც მშვიდობას მიეძღვნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics