|
2020-09-25 17:24:59, 1188 ნახვა
რეგიონი
ტარიელ შარიფაშვილი - სამშობლოსათვის თავდადებული გმირი
დღეს სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღე აღინიშნა. პოლკოვნიკის ბიუსტთან და საფლავთან, რომელიც 1993 წლის 25 სექტემბერს 33 წლის ასაკში სოხუმის დაცვისათვის აფხაზეთში გმირულად დაიღუპა შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციის და კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ეროვნული გვარდიის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, თანამებრძოლები, მეგობრები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გენერალმა გიორგი ყარყარაშვილმა გაიხსენა ბრძოლის ეპიზოდები - ბრძოლაში იყო უშიშარი და თანამებრძოლებისთვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი. საქართველოს მთავრობამ სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მშობლიური სოფლის ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას. სოფლის ცენტრში მოეწყო მისი სახელობის სკვერი, სადაც განთავსებულია მისი ბიუსტი. ტარიელ შარიფაშვილის სახელობის ქუჩაა ქალაქ კასპშიც. 2019 წელს კასპის მუნიციპალტეტის მერიამ დააწესა ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელსაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტები იღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)