23:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 15:29:55, 499 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, „ქართული ოცნების ხელში“, ქვეყანა დარჩება უკუსვლის, კრიზისისა და გაჭირვების პირობებში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და კორონაკრიზისის არაეფექტური მართვის შედეგია.

როგორც მან აღნიშნა, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, ეკონომიკა და ქვეყანა განწირულია, რომ დარჩება უკუსვლაში, გაჭირვებასა და კრიზისში.

„ „ქართული ოცნების“ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ბოლო წლებია ლარი მუდმივად უფასურდება, ამას დაემატა გაზაფხულზე ეკონომიკის მთლიანი ჩაკეტვა, არასწორი მენეჯმენტის შედეგად, დაემატა უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელსაც წელს იღებს მთავრობა და ემატება ის საბიუჯეტო ვალდებულებები, რომელსაც იღებს ოცნება არჩევნების მოსაგებად. ამიტომ, ქვეყანა შესულია ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და ერთადერთი გამოსავალი გახლავთ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა არჩევნებზე, ცვლილებების, რომელიც გულისხმობს გადასახადების შემცირებას, სამთავრობო ხარჯების რადიკალურ შემცირებას, უცხოური ინვესტიციების შემოყვანას და არასწორი და მავნებლური რეგულაციების გაუქმებას. ამ ყველაფრის შედეგად გამყარდება ლარიც, წინ წავა ეკონომიკაც და ქვეყანა გამოვა კრიზისიდან. თუმცა, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე და საარჩევნო ცვლილების გარეშე, დღევანდელი ეკონომიკა განწირულია იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელში ქვეყანა დარჩეს უკუსვლის, კრიზისის და გაჭირვების პირობებში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics