09:12 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 13:44:41, 587 ნახვა

კომენტარი
რამიშვილი ფურცხვანიძის დაკავებაზე - გამოძიება არა ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას, არამედ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დავით ფურცხვანიძის დაკავებამ ნათელი გახადა, რომ გამოძიება არ ბაჩალიაშვილი საქმის გამოძიებას, არამედ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.

რამიშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამოძიება გარკვეულ ჯგუფს აფარებს ხელს.

„ნათელია უკვე, რომ გამოძიება არ ბაჩალიაშვილი საქმის გამოძიებას, არამედ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს და ხელს აფარებს ჯგუფს, რომლებიც ამ საქმეშია ჩართული და თამარი არის მოკლული. პირდაპირ ვამბობ, წყარო რატომ უნდა დააკავო? მან დაასახელა ქვეყანა, გვარი, მეილები, ვისგანაც ჰქონდა ინფორმაცია მიღებული“, - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics