|
2020-09-25 12:52:17, 482 ნახვა
ეკონომიკა
EBRD და FAO საქართველოს აგროტურიზმის განვითარებაში დაეხმარებიან
EBRD და FAO ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი ინიციატივით გამოდიან, რომლის თანახმადაც, აგროტურიზმი და ტრადიციული ქართული აგროპროდუქტები ტურისტების მოზიდვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. ახალი ინიციატივის მიზანია, ტურიზმის სექტორს პანდემიით გამოწვეული კრიზის დაძლევასა და რეაბილიტაციაში დაეხმაროს. COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ თითქმის სრულად გააჩერა გლობალური ტურიზმი, რასაც მძიმე ეკონომიკურ კრიზისი, სამუშაო ადგილების შემცირება და დაკარგვა მოჰყვა. თუმცა, ამავდროულად, პანდემიამ მსოფლიოს შესაძლებლობა მისცა, გადაეფასებინა ტურიზმის ინდუსტრია, რათა მომავალში ტურიზმი მეტად უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და ჩვენი პლანეტისთვის უფრო მეგობრული გახდეს. ტურიზმის ინდუსტრიის გადააზრების კონცეფციის ნაწილია ქართული აგროტურიზმი, რომელსაც პოტენციალი აქვს გახდეს ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელსაც ინდუსტრიის განახლება და კრიზისიდან გამოყვანა შეეძლება. აგროტურიზმის მიმართულებით EBRD-ის და FAO–ს ერთობლივი, ახალი, ინიციატივა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ავთენტურ ქართულ პროდუქტებზე, რომელთა დაგემოვნება შესაძლებელია მხოლოდ ლოკალურად და რომელთა თვისებებს საქართველოს კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელი გარემოებები - მცენარეები, ცხოველები, კლიმატი, ნიადაგი და კულინარიული ტრადიციები განსაზღვრავენ. მაგალითისთვის, ამგვარი უნიკალური პროდუქტია თუშური გუდა, რომელიც საუკუნოვანი ტრადიციული ქართული მეთოდითა და მხოლოდ ადგილობრივი სახეობის ცხვრისგან მიღებული რძით მზადდება. ინიციატივის ფარგლებშივე, EBRD და FAO ადგილობრივ, მცირე ზომის, თუმცა მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებლებს დაეხმარებიან ისეთი ახალი ბაზრების ათვისებაში, როგორებიცაა ადგილობრივი სასტუმროები, რესტორნები და კაფეები. აღნიშნული ინიციატივა EBRD/FAO-ს, უკვე განხორციელებულ, გეოგრაფიული აღნიშვნების (GI) პროექტს ეფუძნება. GI არის ეტიკეტი, რომელიც ქართულ, უნიკალურ პროდუქტს ენიჭება. მისი, როგორც სამარკო ნიშნის გამოყენება, საქართველოს საშუალებას მისცემს ფალსიფიცირებისგან დაიცვას ისეთი პროდუქტები როგორიცაა: სულგუნი, ჩეჩილი ყველი ან ჩურჩხელა. გეოგრაფიული აღნიშვნები, როგორც პროდუქტებისთვის მინიჭებული მაღალი ხარისხის სიმბოლო, მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივ დონეზე წარმოებული პროდუქტების ღირებულებას და მწარმოებელი ფერმერების შემოსავლებს. ასევე, ათავსებს საქართველოს მსოფლიო აგროტურიზმის რუკაზე. მდგრადი აგროტურიზმი ერთი მხრივ, მცირე ბიზნესოპერატორებს დაეხმარება, გახდნენ უფრო მედეგები კრიზისების მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, გააძლიერებს ქართულ ტრადიციულ სასურსათო წარმოებას. EBRD/FAO-ის ახალი პროექტი განხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დავის სამინისტროსთან, WWF კავკასიასთან, ელკანასთან, Slow Food-თან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)