23:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 12:42:10, 568 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - რამდენიც არ უნდა იძახოს კობახიძემ, რომ მხოლოდ ტელევიზიებში ჩანს კრიმინალი, ყველამ კარგად იცის რეალობა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც  განცხადება,  რომ კრიმინალის დონე შემცირებულია.

სერგი კაპანაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კრიმინალი კატასტროფულად გაიზარდა და ამას ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს.

კაპანაძემ აღნიშა, რომ ერთია გომელაურისა და კობახიძის განცხადებები, რომ კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში გაიზარდა, ხოლო მეორეა ის რეალობა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად ხედავენ.

„ერთ-ერთი მთავარი რაც შესაცვლელია, არის დამოკიდებულება კრიმინალთან, რადგან ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში, თუ როგორ გაიზარდა კატასტროფულად კრიმინალი, ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს, რომ ზოგიერთი ტიპის კრიმინალი გაიზარდა 200 და 300%- ით, მათ შორის მკვლელობები, ძარცვა, ყაჩაღობა.

რამდენიც არ უნდა იძახოს გომელაურმა, რომ ყველაფერი კარგად არის და ძალიან მაღალია გახსნის დონე და რამდენიც არ უნდა იძახოს კობახიძემ, რომ მხოლოდ ტელევიზიებში ჩანს კრიმინალი და რეალურად არ არსებობს, ყველამ კარგად იცის, თუ რა არის რეალობა.

ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი გარდამტესხი ცვლილება იქნება სწორედ ეს, რომ კრიმინალი შემცირდეს დრამატულად და არ ხდებოდეს კრიმინალებზე ხელის დაფარება ხელისუფლების მხრიდან, არ იყოს გარიგება ე.წ ქურდულ სამყაროსთან არანაირი ფორმით და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები და ოჯახები იყვნენ უფრო უსაფრთხოდ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics