21:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 12:22:01, 494 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

25 სექტემბრის მონაცემებით:

  • სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო  პროგრამის  ფარგლებში,  160,000-მდე ფერმერს უკვე  დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 28.1 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
  • აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 120,800-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის  აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად, 4 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს. 
  • აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 15 სექტემბრის მონაცემებით, ფარგლებში გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 20,000 ჰექტრამდე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 159 მლნ ლარს აღემატება.
  • მერძევეობის  დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან დამტკიცებულია 255 განაცხადი, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 12,4 მლნ ლარი.
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2215 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 40 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 3.3 მლნ ლარს აჭარბებს.
  • აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე  ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო 

სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვისშესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის135ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics