23:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 12:15:12, 508 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ქვეყანაში მისიამ სრული შემადგენლობით იმუშაოს

„ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ქვეყანაში მისიამ სრული შემადგენლობით იმუშაოს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ კორონავირუსის გამოწვევის ფონზე, ქვეყანაში არჩევნებზე დასაკვირვებლად რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოვიდეს.

„ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ წარიმართება არჩევნების. ეუთოს მისიამ სრულად უნდა დაიწყოს მუშაობა. დღეს ამ საკითხზე პრესკონფერენცია გვექნება. ველოდებით როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან  დამკვირვებლებს. ამ პერიოდში დიდი გამოწვევაა კორონავირუსი, ამიტომ მთავარია საკმარისი ხალხი ჩამოვიდეს დასახმარებლად. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ქვეყანაში მისიამ სრული შემადგენლობით იმუშაოს“, - განაცხადა ჰარცელმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics