23:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 11:48:56, 547 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს მათ ამომრჩევლებს ბოდიში მოუხადოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს მიმართოს და ბოდიში მოუხადოს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს ამომრჩევლების ხმა მისთვის მნიშვნელოვანი არაა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

„კარგად იცით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“  თბილისში მხოლოდ 3 ოქლში დააყენა კანდიდატი, დანარჩენი კი გაერთიანებულ ოპოზიციას დაუთმო. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ მიგვაჩნია  ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ   ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად გადაწყვიტა  მეორე ფრონტი გახსნას და ხშირად თავს გვესხმიან ჩვენ, ჩვენს ლიდერებს.

ჩვენ არ ვპასუხობთ  თავდასხმებს მიხეილ სააკაშვილზე, პარტიის სხვა ლიდერებზე. თუმცა, არსებობს წითელი ხაზი და ეს ჩვენი ამომრჩეველია. „ნაციონალური მოძრაობა“ არაა მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია ან სხვა რომელიმე ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობა“  არის ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც წლებია მხარს გვიჭრს. ამ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ჩვენ ვერ მოვითმენთ. ამიტომ, მინდა მივმართო გირჩის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია - მან თქვა, რომ მისთვის საინტერესო არაა რას ფიქრობენ „ნაციონალური მოძრაობის“  ამომრჩევლები, არც მათი ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა და ჩვენი აზრით უპრიანი იქნება თუ ჯაფარიძე მიმართავს ჩვენს ამომრჩეველს და განმარტოს თავისი პოზიცია, მოიხადოს ბოდიში“, - აღნიშნა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics