23:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 15:36:53, 464 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ხახუბია: ჩემი მიზანი მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

„ქართული ოცნების"  ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია  ფოთის მუნიციპალიტეტში ბარათაშვილის, ზამბახიძის , მიქაბერიძის, სააკაძის და ფაზისის  ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.შეხვედრა ტრადიციულად, დიალოგის ფორმატში წარიმართა.

კანდიდატის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში  ამ უბნებში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიგო  ახალი გზა ბარათაშვილის ქუჩიდან მალთაყვის ზოლამდე, ზამბახიძის ქუჩაზე მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების გადახურვა. უახლოეს დღეებში ბარათაშვილის ქუჩაზე იწყება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა,მიქაბერიძის ქუჩაზე კი მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

ფაზისის ქუჩაზე სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით,  ,,აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა,  სადაც ასობით ჩვენი თანაქალაქელია დასაქმებული.

„ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, ყველა უბანი  იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული.საგზაო ინფრასტრუქტურა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება  უმთავრესი პრობლემური საკითხია, რომელიც ამ უბნების  მოსახლეობას აწუხებს. ჩემი მიზანიც სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა”-განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics