09:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 10:33:58, 531 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად სუსტი ჯანდაცვის სისტემისა, ქვეყანა საკმაოდ კარგად გაუმკლავდა კორონავირუსის გამოწვევას.

„ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი არსად არ წასულა, ვირუსი არის ჩვენთან და როდესაც ვამბობთ, რომ ადაპტაციის ეტაპზე ვართ, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს.

არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფო მათ შორის საქართველოც დაამარცხებს ვირუსს. კიდევ ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყნის რესურსული მდგომარეობა, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთვევაში საკმაოდ კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ჯანდაცვის სისტემა 6 თვეში შეიცვალა“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics