21:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 21:45:53, 751 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - თუ დღესვე არ განვახორციელეთ მყისიერი ცვლილებები, ჩვენი დაღმასვლის შეჩერება შეუძლებელი იქნება

„თუ დღესვე არ განვახორციელეთ მყისიერი, კარგად მოფიქრებული ცვლილებები, ჩვენი დაღმასვლის შეჩერება იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი“ , - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ „ენმ“-ს ოფისში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 8 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები უმძიმეს მატერიალურ პირობებში იმყოფებიან.

“8 წელიწადია რაც საქართველოს მოქალაქეს უმძიმეს მატერიალურ პირობებში უწევს არსებობა. საქართველოს რეგიონების უმრავლესობა დაცლილი და გაღატაკებულია. ინფრასტრუქტურების ნაკადი შეწყვეტილი, ინვესტიციები გაყინული. პროექტები ცხადდება არჩევნების მოახლოებისას და არჩევნების შემდეგ, ბიუჯეტის თანხები, რომლებიც გამოყოფილია ამ პროექტებისთვის, ბიუროკრატიის და ხელისუფლების პირად და უძირო ჯიბეებში ილექება.

უმუშევრობა, სიღატაკე, უიმედობა, უწყლობა, ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობების არარსებობა, არაადეკვატური ჯანდაცვა და სკოლა და შესამაბისად, უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაცია, სასამართლოს ოპოზიციის დამსჯელ ბერკეტად გამოყენება - ეს არის საქართველოს ყოველდღიურობა.

თუ დღესვე არ განვახორციელეთ მყისიერი, კარგად მოფიქრებული ცვლილებები, ისეთი რეფორმები, როგორიც განხორციელდა 2003-დან 2012-წლამდე, ჩვენი დაღმასვლის შეჩერება იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი” , - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics