09:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 18:57:53, 581 ნახვა

კომენტარი
ჰუბერტ ქნირში - ყველა პარტია უნდა ეცადოს, რომ აირიდოს ძალადობა საარჩევნო კამპანიაში

“ყველა პარტია უნდა ეცადოს, რომ აირიდოს ძალადობა საარჩევნო კამპანიაში” , - ამის შესახებ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის ფაქტორი პარტიებს ხელს უშლის ამომრჩეველთან შეხვედრაში.

“ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ფაქტორს, რაც არჩევნებს სირთულეს სძენს ამ წელს. თუ გავითვალისწინებთ პანდემიას, პოლიტიკურ პარტიებს ეს უქმნის სირთულეს შეხვდნენ ამომრჩეველს. ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით ძალადობრივ ინციდენტებს, ეს ჩემს შეშფოთებას იწვევს. ერთი-ერთი მაგალითია ინციდენტები მაჟორიტარულ კამპანიებზე, რეგიონებში და ასევე თბილისშიც.

პარტიის აქტივისტი სცემეს, ეს მაძლევს შეშფოთების საფუძველს, პარტიებმა ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ. არჩევნების შესახებ ქცევის კოდექსზე, პარტიებმა სულ ცოტა ხნის წინ მოაწერეს ხელი. ამიტომ, ყველა პარტია უნდა ეცადოს, რომ აირიდოს ძალადობა საარჩევნო კამპანიაში”, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics