23:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 11:23:08, 478 ნახვა

საზოგადოება
SAFE YOU - ძალადობისგან თავის დასაცავად შექმნილი მობილური აპლიკაციით სარგებლობა „ბილაინის“ აბონენტებს ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინის აბონენტებს, ძალადობისგან თავის დასაცავად შექმნილი მობილური აპლიკაციით SAFE YOU სარგებლობა ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ. შედეგად, ხსენებული აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ ეხარჯება ინტერნეტი და სარგებლობა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება. SAFE YOU აპლიკაციის პროექტის ავტორი საქართველოში ორგანიზაცია საფარია.

SAFE YOU მობილურის საერთაშორისო აპლიკაციაა, რომელიც ქალებს იცავს ძალადობისგან. აპლიკაციას გააჩნია ე.წ. SOS ღილაკი, რომლის გამოყენებაც ქალს შუძლია საფრთხეში აღმოჩენის და თავდაცვის საჭიროების შემთხვევაში, იმისთვის რომ მის მიერვე წინასწარ დადგენილ კონტაქტებთან, დახმარებისთვის ხმის მიწვდენა შეძლოს.  SOS ღილაკზე ერთი დაჭერით, განგაშის უფასო სიგნალი ერთდროულად იგზავნება წინასწარ შეყვანილ სანდო საკონტაქტო პირებთან, სპეციალიზირებულ ქალთა ორგანიზაციებთან და, სურვლისამებრ პოლიციასთანაც. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას ასევე შეუძლია ხმის აუდიო ჩაწერა, შენახვა და გადაგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლს ექნება დასტური იმისა, თუ რა ფორმით განხორციელდა მასზე ძალადობა. SAFE YOU -ში ასევე შექმნილია ფორუმის ანონიმური სივრცე, სადაც ნებისმიერ კითხვაზე პასუხს და რჩევას პროფესიონალები იძლევიან. SAFE YOU -ში არსებული ქსელის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია არასამთვრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, ფსიქოლოგებისა და ქალთა გაძლიერებაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების მოძიება, რომლებიც  პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან ძალადობის მსხვერპლებს პრობლემების გადაჭრაში.

SAFE YOU -ს ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემის სმარტფონებზე: https://bit.ly/318nSsl (ანდროიდი); https://apple.co/2Z7s3Cq (iOS).

ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტების განვითარება და მხარდაჭერა, მათ შორის განათლების და ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და მათთვის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics