2020-09-23 11:16:02, 1333 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 24 ორსული მკურნალობს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 24 ორსული მკურნალობს.
მისივე თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„გუშინ კლინიკიდან ოჯახში გაეწერა 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი. კოვიდ კარანტინებში არის 660 პირი დღეისათვის და გუშინ მოხდა 82 პაციენტის გაწერა კოვიდ კარანტინებიდან. რაც შეეხება ორსულებს, გვყავს 24 ორსული კოვიდ კლინიკაში განთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი. ამასთანავე, ჯანდაცვის სისტემა არის მობილიზებული. პრიორიტეტი გახლავთ პაციენტის ჯანმრთელობა, რათა დროულად მიეწოდოს ყველა ახალ დადასტურებულს შესაბამისი სერვისი. საწოლ ფონდიც შესაბამისად მობილიზებულია და ადგილები არის კოვიდ კარანტინებშიც“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,