07:46 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 18:20:15, 558 ნახვა

სამართალი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმზე ძალადობის ბრალდებით ენმ-ს წევრი დააკავეს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმზე ძალადობის ბრალდებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით გეგიაძე დააკავეს.

საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ განაცხადა, რომ გეგიაძეს კოვიდინფიცირებულის მონახულება სურდა.

„მოვიდა მოქალაქე, რომელსაც უნდოდა კოვიდინფიცრეული პაცინტის მონახულება. ექიმმა მიუთითა პაციენტს ორმ ნახვა არ შეეძლო. ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება“,  განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად არავიძე არ უძალადია.

„ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუ ვინმეს მხრიდან ჰქონდა ფიზილკურ შეურაცხყოფას ადგილი, ეს იყო ის დაზარალებული ვინცაა ახლა ცნობილი“, - განაცხადა ადვოკატმა ბადრი ბერიძემ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics