00:16 - 01 Jul, 2026
|
2020-09-21 16:43:06, 574 ნახვა
საზოგადოება
ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები შესრულდა
მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გზის სავალ ნაწილზე 2 700 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო. „თამარ მეფის ქუჩაზე რთული მდგომარეობა იყო. მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ახლა კი, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ. მიმდინარე წელს, ტაბახმელაში საგზაო ინფრასტრუქტურა ექვს მისამართზე მოწესრიგდა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 185 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)