|
2020-09-21 12:36:45, 576 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე IPSOS-ის კვლევაზე - „ქართული ოცნების“ რეიტინგი ვარდება, რადგან ეს ჩაფლავებული მთავრობაა
IPSOS-ის კვლევაში, ისევე როგორც მანამდე სხვა კვლევებში, მათ შორის „ედისონ რისერჩის“, IRI-სა და NDI- ს კვლევებში, ჩანს, რომ ვარდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჩაფლავებული მთავრობაა, რომელმაც ვერც ერთ გამოწვევას თავი ვერ გაართვა. „IPSOS-ის კვლევაში, ისევე როგორც მანამდე სხვა კვლევებში, მათ შორის „ედისონ რისერჩის“, IRI-სა და NDI- ს კვლევებში, ჩანს, რომ ვარდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი და ესაა აბსოლუტურად გასაგები, რადგან ეს ჩაფლავებული მთავრობაა, რომელმაც ვერც ერთ გამოწვევას თავი ვერ გაართვა. ასევე ჩანს ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, 60%-ზე მეტი, ითხოვს ცვლილებებს და ითხოვს, რომ ეს არასწორი მიმართულება შეიცვალოს და ესეც ძალიან ნათელია. ამიტომ, ძალიან მარტივი რამ მოხდება ამ არჩევნებზე, დამარცხება „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებენ ის ძალები და პირველ რიგში, ასეთია „ევროპული საქართველო“, რომელსაც რეალური გეგმა აქვს როგორ მოხდეს ცვლილებები და რა დაკვეთაც არის საზოგადოებაში, რომ გარდამტეხი ცვლილებები იყოს და შეიცვალოს ეს ჭაობი, ასეთ ცვლილებებს სთავაზობს „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, რომ IPSOS-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 25 % „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაცონალურ მოძრაობას“ - 15,5 %, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ - 5 %.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)