20:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-20 21:16:11, 531 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი: მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ახალსოფელსა და ჯუმში გამართა.

,,დღევანდელ შეხვედრებზე ჯუმსა და ახალსოფელში ადგილობრივებთან იმ პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც მათ სოფელსა თუ უბანში გვაქვს, თუმცა ყველას ბევრად მეტი გვინდა და ამისთვის ერთობლივ მუშაობაზე შევთანხმდით. კომუნიკაციის ამ ფორმას უპირატესობას სწორედ იმიტომ ვანიჭებ, რომ მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს. ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია განხორციელებული და სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სოფელ ჯუმში 50 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება. ასევე იგეგმება ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციასაც.

ჯუმში გამართული შეხვედრის შემდეგ კანდიდატი ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები შიდა გზების რეაბილიტაციის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ მუნიციპალიტეტის ამ მიმართულებით არსებული გეგმა მერმა გააცნო. რეაბილიტირებულია მეზობელ სოფელ ოფაჩხაფუსთან დამაკავშირებელი გზაც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics