18:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 14:26:05, 554 ნახვა

პოლიტიკა
აქცია შსს-თან - ენმ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე გახშირებულ ზეწოლის ფაქტებს აპროტესტებს

პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე გახშირებულ ზეწოლის ფაქტებს აპროტესტებენ.

„გუშინ მოხდა ძალადობრივი თავდასხმა ჩვენი საბურთალოს შტაბის წევრზე და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ეს 8 წლიანი რეჟიმი გვირგვინდება იმით, რომ რეალურად, ნიღბიანი ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დევნიან, ცემენ და აყენებენ სხეულის მძიმე დაზიანებას ჩვენი შტაბის ერთ-ერთ წევრს. ვფიქრობ, ეს არის ის აგონია, რომელიც აქვს რეალურად დღევანდელ ხელისუფლებას. მათ ჰგონიათ, რომ გავა დრო და ადამიანები დაშინდებიან. მე ყოველდღე ვესაუბრები ამ ადამიანებს და არავითარი შიში არ არის, უფრო მეტად ბრაზდება ხალხი. დაუყონებლივ გამოიძიონ ეს საქმე, დააკავონ ის ადამიენბი, რომლებიც დაესხნენ თავს ჩვენი შტაბის წევრს, მოხდეს საქმეზე შსს-ს მხრიდან რეაგირება. უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის რეჟიმს, რომ ყველაფერი მათ წინააღმდეგ მობრუნდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს შტაბის წევრზე, ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმა მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics