08:36 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 14:38:49, 546 ნახვა

სამართალი
ევროპარლამენტის რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს შსს-ს საქმიანობას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით.

ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე, დადებითად აფასებს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაძლიერებულ საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას. დოკუმენტში ხაზგასმულია სამართალდამცავი უწყების საქმიანობის მნიშვნელობა ტრანსნაციონალური დანაშაულის, განსაკუთრებით, ადამიანებითა და ნარკოტიკული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის შემცირების კუთხით.

ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ევროპარლამენტი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობას.

რეზოლუციის მიღებას მხარი ევროპარლამენტის 552-მა დეპუტატმა დაუჭირა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics