17:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 12:10:26, 731 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე IRI-ზე: 27%-სგან ვერ გაიგეს, ვის უჭერენ მხარს - ასეთი კვლევითი ორგანიზაცია უთავმოყვარეოა

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ IRI-ის კვლევითი ორგანიზაციის კვლევა, სადაც მოსახლეობის 27% არ საუბრობს, თუ ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე, პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს უთავმოყვარეოდ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთი კვლევითი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს საერთაშორისო პარტნორებს.

„როდესაც, რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ. მე მარტივად კვლევებში ძალიან კარგად ვერკვევი და შესაბამისად ასეთი ორგანიზაცია პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც უთავმოყვარეო და სამწუხაროდ, ასეთი კვლევითი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს ჩვენს ძალიან მნიშველოვან საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, საზოგადოების 36% ხმას „ქართულ ოცნებას“, 15% „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% კი, „ევროპული საქართველოს", დაუჭერს მხარს.

ამასთანავე, ამომრჩეველთა 23% აცხადებს, რომ არ იცის, ვის დაუჭერს მხარს ან არ აქვს პასუხი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics