01:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 18:32:39, 1110 ნახვა

საზოგადოება
პირველად საქართველოში – ბლუმბერგის BMatch პლატფორმა „ბაზის ბანკის“ მომხმარებლებისთვის

დღეიდან, „ბაზის ბანკის“ მომხმარებლები, პირველები საქართველოში ბლუმბერგის  BMatch პლატფორმით ისარგებლებენ.

„ბაზის ბანკის“ ინტერნეტბანკით, შესაძლებელია, მარტივად საკონვერტაციო განაცხადის პირდაპირ სავალუტო ბაზარზე მიწოდება. მომხმარებელმა კონვერტაციის ოპერაციის განსათავსებლად უნდა მიუთითოს, რომელ ვალუტას ყიდის, რომელს ყიდულობს და რა კურსით სურს კონვერტაცია, რის შემდეგაც განაცხადი ხვდება „ბაზის ბანკის“ ბლუმბერგ პლატფორმაზე. ოპერაციის დასრულების შემდეგ კი კონვერტირებული თანხა ჯდება მომხმარებლის ანგარიშზე. 

BMatch პლატფორმაზე გარიგებები დგება მხოლოდ ლარსა და აშშ დოლარში. გარიგების მინიმალური თანხა კი, 100 ათასი აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი კონვერტაციები მომხმარებლებისთვის იქნება ფინანსურად მაქსიმალურად მომგებიანი, ძალიან კომფორტული და მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ დროს.

სერვისის აქტივაცია უფასოა. ასევე, პირველი თვის განმავლობაში მომხმარებლები განაცხადის განთავსებას ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში, ელექტრონული ვაჭრობის სისტემა, ბლუმბერგის ახალი BMatch სავალუტო პლატფორმა,  ეროვნული ბანკის ინიციატივით დაინერგა. „ბაზის ბანკი“ პირველია საქართველოში არსებულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის, ვინც პლატფორმა ხელმისაწვდომი გახადა მომხმარებლებისათვის.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics