2020-09-16 11:06:59, 1341 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 8 იმერეთში, 29 კი თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში, 29 კი თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 1319 პაციენტი მკურნალობს.
„დაგვემატა 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ეს 196 ასეთი განაწილებით გახლავთ - აჭარა, ბათუმი -144 და ქობულეთი -1; თბილისი - 29; იმერეთი, ქუთაისი 7 და საჩხერე ერთი. შიდა ქართლი, გორი გახლავთ 4. ქვემო ქართლი, გარდაბანი - 3. გურია, ოზურგეთი - 4, ქვემო სვანეთი სამეგრელო, ზუგდიდი - 2 და ფოთში ერთი. მცხეთაში არის 1 შემთხვევა.
ამ დროისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობს 1319 პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან