|
2020-09-12 18:59:10, 17321 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმში კლინიკა "მედალფას" თანამშრომელთა ნაწილი კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარს აცხადებს
ბათუმში კლინიკა "მედალფას" თანამშრომელთა ნაწილი კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარს აცხადებს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სამედიცინო პერსონალმა განაცხადა. აქციაზე შეკრებილი მედიკოსები ანაზღაურების გაზრდას და შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი პანდემიის დროს, 2 თვის განმავლობაში რთულ რეჟიმში მუშაობდნენ, რისთვისაც დანამატიც კი არ აუღიათ. როგორც აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაზე პასუხისმგებლობა ახლა სხვა კლინიკებმა უნდა აიღონ. კლინიკა „მედალფას“ დირექტორი, ინგა ხოზრევანიძე მედიკოსების ამგვარ ქმედებას არაპროფესიონალიზმს უწოდებს და ამბობს, რომ თანამშრომლებთან სტანდარტულ ხელფასზე მუშაობა თავიდანვე ჰქონდა შეთანხმებული. „ჩვენი ანაზღაურება არის სტანდარტული და ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია. რამდენიმე კერძო კომპანიამ მათ დანამატი ჩაურიცხა. თუ, სამედიცინო პერსონალი საბოლოოდ უარს იტყვის კორონავირუსით ინფიცირებულებთან მუშაობაზე, ახალი თანამშრომლებით ჩავანაცვლებთ. ვითხოვთ სახელმწიფოსგან სხვა კლინიკებში გადაანაწილონ ის სპეციალისტები, რომლებსაც ვიწრო პროფილი აქვთ და კოვიდინფექციის დროს უმუშევრები რჩებიან“, - განაცხადა ინგა ხოზრევანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)