14:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 21:19:55, 2237 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტის დეტალებს გაეცნენ.

პროექტი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით შემუშავდა, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით ხორციელდება. რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 10 მლნ ლარია.

ძველი კინოთეატრის შენობა მცხეთის ცენტრში, სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდა საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და კაფეტერია. მუზეუმის მიმდებარედ მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

პროექტის ფარგლებში, შენობის სივრცეში ინტეგრირებულ  არქეოლოგიურ ძეგლს - „მცხეთის კარიბჭეს" საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა და  მუდმივ ექსპონატად შენარჩუნდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics