2020-09-11 15:38:23, 2890 ნახვა
საზოგადოება
სასწავლო პროცესი დისტანციურად 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი, 1-ელ ოქტომბერს დაიწყება
სასწავლო პროცესი დისტანციურად 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი, 1-ელ ოქტომბერს დაიწყება, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, იგივე ეხება ყველა იმ წრეს, რომლებზეც ბავშვები დადიან.
„სწავლება იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად. ჩვენ ისედაც მზად გვქონდა ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო 15 სექტემბრიდან ყველგან. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში რომ მოგეხსენებათ კლასებში სხვადახვა ქალაქში განსხვავებულია ბავშვთა რაოდენობა. სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან, მაგრამ კლასებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება. ეს ეხება ყველას“, - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან