|
2015-09-14 17:40:29, 3017 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები მშობლიურ სკოლებში იმყოფებოდნენ
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მშობლიური სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცეს. მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშტის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, მინისტრის მოადგილემ მშობლიურ სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. კვაშტის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საქართველოს ჰიმნით და სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო, პირველი ზარი სიმბოლურად პირველკლასელმა ლანა გათენაძემ დარეკა, სკოლაში განათლებას 33 მოსწავლე ღებულობს. ბათუმის N4 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრე. მინისტრის მოადგილემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მშობლიური სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მიულოცა. მინისტრის მოადგილეები ზურაბ თენიეშვილი და რამაზ ჯინჭარაძე ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლას ეწვივნენ და სკოლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)