14:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 10:44:06, 1515 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: თითოეულის გვერდით დგომა ქმნის ერთობლიობას, რომელსაც დიდი წარმატების მოტანა შეუძლია ქუთაისისთვის

"ქართული ოცნების "ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.

იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო პროგრამა და სტრატეგია ამჯერად წერეთლის, ვარლამიშვილის და ნიუ-პორტის ქუჩების მაცხოვრებლებს გააცნო.

"წერეთლის ქუჩა ყველასთვის საყვარელი კოლორიტული ქუჩაა ქუთაისში, მის მსგავსად უსაყვარლესი ადგილია ხარების ეკლესია, ვარლამიშვილის და ნიუ-პორტის ქუჩები, ქალაქის ცენტრი და გულია. ეს ქუჩები არაერთხელ განახლდა და გამშვენდა, თუმცა მოგეხსენებათ, ძველ უბნებს თავისი დამახასიათებელი პრობლემები გააჩნია.

აღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლებს დღევანდელ შეხვედრაზე გავაცანი ჩემი პროგრამა, სტრატეგია და სურვილი მათი ჩართულობისა ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხში. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ თითოეულის გვერდით დგომა ქმნის ერთობლიობას, რომელსაც დიდი წარმატების მოტანა შეუძლია ქუთაისისთვის", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics