|
2020-09-09 13:29:56, 2364 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დიღომსა და მუხიანის დასახლების სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელი ეწყობა
სოფელ დიღომსა და მუხიანის დასახლების სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სოფელი დიღმის მთლიანად დაქსელვას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან საკმაოდ დიდი პროექტია დაწყებული. „იცით, რომ სოფელ დიღომში წყალარინების ქსელი არ არსებობდა და მისი მოწყობა ორი წლის წინ დავიწყეთ. ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი და მთელი ტერიტორიის დაქსელვას გარკვეული დრო დასჭირდება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე სამუშაოები უკვე განხორციელდა და ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს წყალარინების ქსელი ვაჟა-ფშაველას IV შესახვევში და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მოეწყო. გარდა ამისა, გასულ წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები სოფელი დიღმის სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა, მათ შორის, ანდრონიკაშვილის ქუჩის ნაწილში, როსტევანის ქუჩასა და კვირაცხოველის ქუჩაზე. ამ დროისთვის, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან სანდრო ახმეტელის ქუჩის გავლით, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე ხორციელდება. სამუშაოები ბელიაშვილის ქუჩის მონაკვეთში უკვე დასრულებულია, ხოლო ახმეტელის ქუჩის მიმართულებით, კვლავ გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას აქვს სერიოზული პრობლემა. 21-ე საუკუნეში შეიძლება ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ ეს რეალობაა - დედაქალაქში, ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში წყალარინების ქსელი მოუწესრიგებელია. ეს პრობლემა სხვა უბნებშიც არსებობს და მსგავსი სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, წყალარინების მოწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მუხიანის აგარაკებზე მიმდინარეობს, სადაც ახალადმოწყობილ ქსელზე უკვე 141 ოჯახის დაერთება მოხდა. „ასევე, ორი წლის წინ, მუხიანის აგარაკებზე დავიწყეთ წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. 26 მაისის ქუჩაზე სულ ახლახანს დასრულდა გარე ქსელის მოწყობა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. ახალადმოწყობილ ქსელზე 141 ოჯახის დაერთება მოხდა. აქაც პროექტი გრძელდება. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გლდანის რაიონის გამგეობა სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს და ამის შემდეგ, გზა მოასფალტდება. ჩვენ მსგავს სამუშაოებს ქალაქის მასშტაბით გავაგრძელებთ და არ დარჩება არცერთი ჩიხი, დასახლება და უბანი, სადაც წყალარინების ქსელის პრობლემა არ მოგვარდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)