10:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 11:24:09, 3969 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - სატელიტიდან გადაღებული კადრებით ირკვევა, რომ 19 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ იდგა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სატელიტიდან გადაღებული კადრები გაასაჯაროვა. კადრებიდან ირკვევა, რომ 19 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი პროგრამისტის ავტომობილი არ იდგა.

რამიშვილი აღნიშნავს, რომ კადრები მას სანდო წყარომ მიაწოდა. ის საუბრობს იმაზეც, რომ აქვს 20, 21, 22 ივლისის სატელიტიდან გადაღებული კადრებიც.

„ამ კადრებში ჩანს ჩვეულებრივად, რომ იმ რიცხვებში, რომელსაც გამოძიება ასახელებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე  ავტომობილი არ დგას. სანდო წყარომ მომაწოდა კადრები და იმიტომ გავასაჯაროვე. ეს ფოტომასალა თარიღდება 2020 წლის 19 ივლისით, კიდევ არის იქ 20, 21, 22 ივლისის კადრები, როდესაც ღრუბლიანი ამინდებია და მხოლოდ ღრუბლები ჩანს კადრებში“, - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩაილაშვილის ოჯახი და ადვოკატი კვირების განმავლობაში სატელიტიდან გადაღებული კადრების გასაჯაროებას ითხოვდნენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics