|
2020-09-09 10:49:16, 2642 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს სხვადასხვა კულტურაში ათეულობით თანამედროვე ბაღი გაშენდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „პომონა“ ვაშლის ბაღში პირველი მოსავლის აღებას დაესწრო. პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ინტენსიური ბაღის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 80 ტონას შეადგენს. „პროგრამა „დანერგე მომავალი“ აერთიანებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას და ტექნოლოგიას, რაც საშუალებას აძლევს ფერმერს გააშენოს თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღოს მაღალი ხარისხის, უხვი მოსავალი. ეს კოოპერაციული ბაღი ამის ნათელი მაგალითია. რამდენიმე წლის წინ, ასეთი მეურნეობები საქართველოში საერთოდ არ არსებობდა. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის - წარმოების სხვადასხვა ეტაპზე თანადაფინანსების და მხარდაჭერის, ტექნიკური დახმარების და ცოდნის გაზიარების შედეგად, დღეს სხვადასხვა კულტურაში გაშენდა ათეულობით ასეთი ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღი. იმედი გვაქვს, რომ სწორედ მსგავსი თანამედროვე მეურნეობების შექმნა-განვითარებით, ის ჩარევა, რასაც დღეს სახელმწიფო არასტანდარტული მოსავლის დაბინავების კუთხით ახორციელებს, საჭირო აღარ იქნება. ჩვენი ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მარალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქცია და დააკმაყოფილონ არა მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნა, არამედ გავიდნენ საექსპორტო ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „პომონა“ ვაშლისა და ბლის ბაღი 12 ჰა-ზე გააშენა, მათ შორის 5 ჰა -ზე ვაშლის ბაღი პანდემიის პერიოდში გაშენდა. კოოპერატივმა, ნერგების, სარწყავი და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობისათვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების სახით 220 000 ლარი მიიღო. „პომონა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია, სესხის ოდენობა 620,000 ლარს შეადგენს. პროგრამის „ დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღი 2 387 ჰა-ზეა გაშენებული, სახელმწიფო თანადაფინანსება 16 მლნ ლარს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „პომონა“ ვაშლის ბაღში მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძეც ესწრებოდა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)