19:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 12:10:44, 14426 ნახვა

ომი უკრაინაში
ბელარუსის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აიცრა

ბელარუსის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო კოვიდ19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აიცრა, - აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივი მედიის კორესპონდენტს, მთავრობის მეთაურის პრეს-მდივანმა, ალექსანდრა ისაევამ აუწყა.

„პრემიერ-მინისტრი ხუთშაბათს აიცრა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, თავს გრძნობს შესანიშნავად. სამსახურში პარასკევსაც, შაბათსაც და დღესაც იმყოფება, ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა ალექსანდრე ისაევამ.

რომან გოლოვჩენკოს გადაწყვეტილების შესახებ, აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით, 3 სექტემბერს გახდა ცნობილი.

„მე მოხარული ვარ, რომ რომან გოლოვჩენკომ გადაწყვიტა, აიცრას რუსული ვაქცინით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მიხაილ მიშუსტინმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics